მეუფე ნიკოლოზი პეტრე ცაავაზე: საზოგადოებას პატრიარქის ლინჩის წესით გასამართლებისკენ მოუწოდებს

საპატრიარქოს გარშემო განვითარებულ მოვლენებს ვიდეომიმართვით ეხმაურება ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი.

 

“მეუფე პეტრე აპირებს ყოველგვარი სასამართლო პროცედურის გარეშე პატრიარქი გაასამართლოს, ხალხს მოუწოდოს. ნორმალური ადამიანი ასეთ რამეში არ მიიღებს, მარგამ მაინც აპირებს მოუწოდოს საზოგადოების ნაწილს, რათა პატრიარქი გაასამართლონ ლინჩის წესით.

ჩვენ არ ვიცით, ვინ რა შეთქმულება მოაწყო, მაგრამ ნამდვილად ვიცით, რომ ჩვენს თვალწინ პატრიარქის ხელშეუვალობის პრინციპი დაირღვა, გაკეთებულია ანონსი შემდგომი დარღვევისა, რომ მოხდება მისი გასამართლება ლინჩის წესით და ხელისუფლება ვერ ახერხებს რომ აღკვეთოს ეს დანაშაული.

მას არ უმოქმედია არც ჩადენილ დანაშაულუზე (პატრიარქის ხელშეუვალობის ხელყოფაზე) და ხელისუფლება არ აკეთებს ანონსს, როგორ აპირებს აღკვეთოს ლინჩის წესი. ეს არის ბრალი, რაც ხელისუფელაბს მიუძღვის”,- განამარტავს მეუფე ნიკოლოზი.

Comments
Loading...