მეუფე პეტრე: “ვისურვებდი, რომ პატრიარქი უფრო პირდაპირი ყოფილიყო”

ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ “ტვ პირველის” გადაცემა “ხალხის პოლიტიკაში” განაცხადა.

“მე ვერ ვიტყვი პატრიარქის კონსტრუქციულობას, მე ასე ვერ ვიტყოდი. ეს უფრო კომპრომისულობა იყო. ყოველ შემთხვევაში ასე მომეჩვენა. ვისურვებდი, რომ პატრიარქი, მისი უწმინდესობა უფრო პირდაპირი ყოფილიყო ამ შეფასების დროს. პრაქტიკულად ჩვენ მან ნელ-თბილი პოზიცია, რომელიც სახარებით არ არის გამართლებული, ასე წარმოგვიჩინა და ორ ბოროტებას შორის არჩევანი დატოვა. თუ ხელისუფლება გააკონტროლებს, რა მნიშვნელობა აქვს თუ ცოდვა იარსებებს”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

 

 

Comments
Loading...