მეუფე საბა: ნაცვლად იმისა, რომ მეუფე პეტრეს შენდობა ეთხოვა, მან ყველა გზა გადაჭრა

საპატრიარქოში სინოდის სხდომა დასრულდა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ, მეუფე საბა ინწკირველმა ჟურნალისტებს განუცხადა," ნაცვლად იმისა, რომ მეუფე პეტრეს შენდობა ეთხოვა, მან ყველა გზა გადაჭრა".

“თუკი ეკლესიაში პრობლემებია, ამაზე სინოდის ხდომაზე უნდა ისაუბრონ. თან არის ბრალდებები, რომელიც დაუსაბუთებელია მისგან.

მასთან იყო მოთხოვნა, რომ მას (მეუფე პეტრეს-“აიპრესი”) შენდობა ეთხოვა, მითუმეტეს, როდესაც ჩვენ ყველა გზა გადაგვიჭრა. პირადად ერთ-ერთი მათგანი ვიყავი, რომ წმინდა მღვდელმთავრების წინაშე მეთხოვა, დავჩოქილიყავი მათ წინაშე და მიგვეცა შანსი მეუფე პეტრესთვის, მაგრამ მან ყველა გზა გადაჭრა.

მიზანი რა არის, მას შეეკითხეთ. წმინდა სინოდმა ყველა საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხარი ერთხმად დაუჭირა”,-განაცხადა მეუფე საბამ.

Comments
Loading...