მეცნიერებმა კორონავირუსის ბრიტანული შტამი ვირუსის სხვა ვარიანტებთან შედარებით ყველაზე მომაკვდინებლად აღიარეს

მეცნიერებმა თქვეს, რომ კორონავირუსის ბრიტანული შტამი უფრო საშიში და მომაკვდინებელია ვირუსის სხვა ვარიანტებთან შედარებით, იუწყება MedPage Today ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით.

კვლევის თანახმად, ბრიტანული შტამი 30-70% -ით უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე სხვები.

”ანალიზების თანახმად, სავარაუდოა, რომ B.1.1.7 შტამით ინფექცია ასოცირდება ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის უფრო მაღალ რისკთან კორონავირუსის სხვა შტამით ინფექციასთან შედარებით”, – დაასკვნეს ექსპერტებმა.

ჯერ კიდევ იანვრის თვეში, დიდი ბრიტანეთის მთავრობას ახალი და განვითარებადი რესპირატორული ვირუსის მრჩეველთა ჯგუფმა (NERVTAG) მიაწოდა პირველადი მონაცემები იმის შესახებ, რომ B.1.1.7 შტამით ინფექციები უფრო სერიოზული იყო.

Comments
Loading...