მეჭიაურმა ბიძინა ივანიშვილის თხოვნით, ქუცნაშვილის სასარგებლოდ, დეპუტატობაზე უარი თქვა

თიანეთის მერობის კანდიდატის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, მან ზაქარია ქუცნაშვილის სასარგებლოდ რამდენჯერმე თიანეთის დეპუტატობის კანდიდატობაზე უარი თქვა ბიძინა ივანიშვილის თხოვნით.

“დიდ პატივს ვცემდი და ახლაც დიდ პატივს ვცემ ბატონ ბიძინას და მისი თხოვნა გავითვალისწინე ორჯერ, თუმცა ახლა ნამდვილად ვეღარ გავითვალისწინებ ზაქარიას სასარგებლოდ მამაჩემიც რომ გაცოცხლდეს მე ვეღარ დავთმობ ვერანაირ თანამდებობას”,- აღნიშნა მეჭიაურმა “არჩევანის” ეთერში.

ცნობისთის, “ერთიანი საქართველოსთვის” თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური “ქართულ ოცნებას” და ზაქარია ქუცნაშვილის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევების გაყალბებაში ადანაშაულებს.

თიანეთის მერობისთვის ბრძოლაში ”ქართული ოცნების” კანდიდატმა ლელა ქიტესაშვილმა თამაზ მეჭიაურს 4 ხმით გადაასწრო.
თამაზ მეჭიაურს, რომელიც ადრე სწორედ ”ქართული ოცნების” წევრი იყო, 3077 ხმა აქვს, რაც ხმების 49,97 %-ს შეადგენს, ხოლო ”ქართული ოცნების” კანდიდატს – 3081 და შესაბამისად, 50, 03 %.

შეგახსენებთ, რომ ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, თამაზ მეჭიაური თიანეთის მერის არჩევნებს იგებდა. მას ხმების 50.01% ჰქონდა.

როგორც მეჭიაურმა “აიპრესს” განუცხადა, თიანეთის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ უბანში, სადაც ბიულეტენები გაბათილებულად სცნეს, საუბნო კომისიამ თავიდან დაითვალა და აღმოჩნდა, რომ ის მისი კონკურენტის, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის ლელა ქიტესაშვილის მხარდამჭერი იყო.

Comments
Loading...