მე-20 საუკუნის საკულტო, დაუვიწყარი და სკანდალური ქორწილები

მსოფლიოს მასშტაბით პოპულარული ადამიანების ქორწილებს პომპეზურ საჯარო წვეულებებსაც ადარებენ. ეს არის დღე, როდესაც ყველას მზერა ერთი მიმართულებითაა მიპყრობილი, როცა ყველას აინტერესებს, რა აცვია პატარძალს, როგორ ჩაივლის ცერემონია.

ჰოლივუდს ახსოვს ოქროს ხანა და ცნობილი ადამიანების ქორწილების ისტორიაში მეოცე საუკუნის პერიოდსაც შეგვიძლია ,,ოქროს ერა” ვუწოდოთ. ეს იყო პერიოდი, როცა პატარძლის სამოსი განვითარების ახალ ეტაპზე ავიდა და სადღესასწაულო ტანსაცმლის შემდგომ ტრანსფორმაციაზე მოახდინა ზეგავლენა.

ნახეთ, მე-20 საუკუნის საკულტო, დაუვიწყარი და სკანდალური ქორწილები. ჰოლივუდელი ლამაზმანებისა თუ გლამურული მონარქების, შეუდარებელი, ხშირად ტრაგიკული, იშვიათად ჯადოსნური საქორწილო დღეები და რა თქმა უნდა, განუმეორებელი საპატარძლო კაბები:

1937 წელი: ინგრიდ ბერგმანი და პეტერ ლინდსტრომი

ლეგენდარული შვედი მსახიობის, ინგრიდ ბერგმანის ქორწილი. რომელიც ასევე შვედ ნეიროქირურგზე, პეტერ ლინდსტრომზე დაქორწინდა.

1945 წელი: ჯუდი გარლენდი და ვინსენტე მინელი

ფილმზე „Meet Me in St. Louis” მუშაობის შემდეგ, ჯუდი ფილმის რეჟისორზე, ვინსენტე მინელიზე დაქორწინდა. წყვილს ერთი საერთო შვილი შეეძინა, რომლის სახელიც ლაიზა მინელი გახლავთ.

1947 წელი: პრინცესა ელისაბედი და ფილიპ მაუნტბატენი

ინგლისის დედოფალმა მომავალი მეუღლე 1939 წელს გაიცნო. მაშინ ელისაბედი 13 წლის გახლდათ, პრინცი ფილიპი კი მასზე 5 წლით უფროსი იყო. მაღალი, ათლეტური აღნაგობის, ქერა და მომხიბვლელი ფილიპი ელისაბედმა ტენისის კორტებზე შეამჩნია და დანახვისთანავე შეუყვარდა.

1950 წელი: ელიზაბეტ ტეილორი და კონრად ჰილტონი

ელიზაბეტ ტეილორის პირველი ქორწილი ყველაზე პომპეზური გახლდათ. ხარჯები სრულად დაფარა MGM studio-მ. საქორწინო ცერემონია მსახიობის ახალი ფილმის, Father of the Bride-ის პრემიერის პერიოდს დაემთხვა, რაც ხელსაყრელად გამოიყენა სტუდიამ ფილმის დამატებითი პრომოუშენისთვის. სტუმრებს შორის ჰოლივუდის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები იყვნენ. მათ შორის, ფრედ ასტერი და ჯინჯერ როჯერსი.

1951 წელი: ფრენკ სინატრა და ავა გარნერი

ფრენკ სინატრამ მისი პირველი ცოლი, ნენსი ბარბატო ავა გარნერისთვის მიატოვა. წყვილი განქორწინებისთანავე, 1951 წელს დაქორწინდა. 1957 წელს ფრენკისა და ავას განქორწინების მიუხედავად, მსახიობი მესამე ქმარს, თავისი ცხოვრების ნამდვილ სიყვარულად მოიხსენიებდა.


1952 წელი: როჟე ვადიმი და ბრიჟიტ ბარდო

ბრიჟიტ ბარდოს პირველი სიყვარული, 16 წლის ასაკში, როჟე ვადიმი გახლდათ – რეჟისორის ასისტენტი, რომელთანაც მსახიობს გიჟური სიყვარული აკავშირებდა. როდესაც რომანის შესახებ ბარდოს მშობლებმა გაიგეს, გოგონა ინგლისში გაგზავნეს, რათა წყვილი დაეშორებინათ, თუმცა ბრიჟიტმა თავის მოკვლა სცადა და მშობლებს გეგმის განხორციელების უფლება არ მისცა. წყვილი 1952 წლის დეკემბერში დაქორწინდა, როდესაც ბრიჟიტს 18 წელი შეუსრულდა.

1953 წელი: ჯონ და ჟაკლინ კენედები

ჟაკლინ კენედიმ მოახერხა, არა მხოლოდ იდეალური პირველი ლედი ყოფილიყო, არამედ სამუდამოდ დარჩენილიყო ამერიკელების გულებში. ჟაკლინის ბედი ჯონთან ქორწინების შემდეგ შეიცვალა, თუმცა აშშ-ის პირველი ლედის ცხოვრება ზღაპრულს ნამდვილად არ ჰგავდა, პირიქით, ის ტკივილითა და ტრაგედიით იყო სავსე.

1954 წელი: ოდრი ჰეფბერნი და მელ ფერერი

მელ ფერერი ოდრი ჰეფბერნის პირველი მეუღლე გახლდათ. ისინი ერთმენთს საერთო მეგობარმა, გრეგორი პეკმა გააცნო. წყვილმა ერთად დაიწყო რიგით სპექტაკლზე მუშაობა და წარმატებული პრემიერის შემდეგ, ოდრიმ და მელმა უხმაუროდ იქორწინეს.

1965 წელი: მერლინ მონრო და არტურ მილერი

არტურ მილერმა ქერათმიანი ლამაზმანი პირველად კოქტეილის საღამოზე შეამჩნია, თუმცა მაშინ მერლინი ჯო დიმაჯიოზე იყო დაქორწინებული. ჯოსთან განქორწინების შემდეგ, მონრო და მილერი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს. მათ 1965 წელს იქორწინეს, თუმცა არც დიდხანს და არც ბედნიერად უცხოვრიათ.

1956 წელი: გრეის კელი და მონაკოს მეფე რენიე III

1955 წელს, გამოცემა Paris Match-მა გრეისისა და პრინცის საერთო ფოტოსესია გამოაქვეყნა და ამ ორი ადამიანის ბედი ერთმანეთს სამუდამოდ დაუკავშირდა. მაშინ, როდესაც გრეისი ალფრედ ჰიჩკოკის ფილმებში ბრწყინავდა, მსახიობმა ყველასათვის მოულოდნელად უარი თქვა კარიერაზე და მონაკოს რიგით მე-10 პრინცესად მოგვევლინა.

1959 წელი: ჟაკ შერიერი და ბრიჟიტ ბარდო

1959 წელს, ჟაკ შერიერზე თავისი მეორე ქორწინებისთვის, ბრიჟიტმა პომპეზურ ცერემონიაზე უარი განაცხადა. წყვილმა ხელი სამოქალაქო ბიუროში მოაწერა.

1964 წელი: ელიზაბეტ ტეილორი და რიჩარდ ბარტონი

მსახიობები ფილმ Cleopatra-ს გადაღებებზე დაახლოვდნენ. ელიზაბეტმა მალევე გადაწყვიტა, რომ რიჩარდის ცოლი უნდა გამხდარიყო. ტეილორისა და ბარტონის თანაცხოვრება 12 წელი გაგრძელდა. მათ ორჯერ იქორწინეს, თუმცა ბოლოს მაინც გარდაუვალი აღმოჩნდა დაშორება.

1966 წელი: ფრენკ სინატრა და მია ფეროუ

1966 წლის 19 ივლისს, 50 წლის ფრენკ სინატრამ ცოლად 21 წლის მია ფეროუ შეირთო. ასაკში 29-წლიანი სხვობა მალევე გახდა პრობლემა და 2-წლიანი ქორწინების შემდეგ, წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

1968 წელი: შერონ ტეიტი და რომან პოლანსკი

შერონ ტეიტი და რომან პოლანსკი ერთმანეთს ფილმის The Fearless Vampire Killers გადაღებებზე შეხვდნენ, რომლის რეჟისორიც თავად პოლანსკი გახლდათ. წყვილმა 1968 წელს, ლონდონში იქორწინა, ხოლო საქორწილო წვეულებას ფლეიბოის კლუბში უმასპინძლეს.

1969 წელი: ოდრი ჰეფბერნი და ანდრეა დოტი

თავის მეორე მეუღლედ, შეუდარებელმა ოდრიმ იტალიელი ფსიქიატრი, ანდრეა დოტი აირჩია. წყვილმა 1969 წელს, შვეიცარიაში იქორწინა.

1969 წელი: იოკო ონო და ჯონ ლენონი

ჯონმა და იოკომ ერთმანეთი 1966 წლის 9 ნოემბერს, ონოს ავანგარდულ ექსპოზიციაზე გაიცნეს და მას შემდეგ, ყოველ დილას ხვდებოდნენ ერთმანეთს. 1969 წლის გაზაფხულზე, იოკო და ჯონი მოულოდნელად გაემგზავრნენ გიბრალტარში, სადაც დიდი ბრიტანეთის საელჩოში მოაწერეს ხელი. საინტერესოა, რომ იოკომ უარი განაცხადა გვარის შეცვლაზე, ხოლო ჯონ ლენონი, ჯონ ონო ლენონი გახდა.

1971 წელი: მიკ ჯაგერი და ბიანკა ჯაგერი

70-იანი წლების IT წყვილი, ბიანკა და მიკ ჯაგერები 1971 წელს დაქორწინდნენ.

1981 წელი: პრინცესა დიანა და პრინცი ჩარლზი

პრინცესა დიანას და პრინცი ჩარლზის ბედნიერი დღე საუკუნის ქორწილად არის აღიარებული, რომელიც 1981 წელს, წმინდა პეტრეს ტაძარში გაიმართა.

წყარო: Regarder.ge

Comments
Loading...