„მზიურის“ პარკში ფილმის „პრაიდი“ ჩვენება ნაღმის შესახებ ინფორმაციის გამო ჩაიშალა

თბილისის ერთ–ერთ ცენტრალურ პარკში ფილმის „პრაიდი“ ჩვენება ჩაიშალა. „პირველის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, რომ 112–ში ნაღმის არსებობაზე შესული ინფორმაციის გამო პოლიციამ ხალხის ევაკუაცია მოახდინა.

pia.ge-ის ცნობით, ფილმის ჩვენებაზე მისული მოქალაქეების თქმით, პოლიციამ ისინი ფილმის დაწყვებამდე 5 წუთით ადრე გააფრთხილა ტერიტორიაზე ნაღმის არსებობის შესახებ. ამ მომენტში ფილმის მაყურებლები უკვე დაიშალნენ.
„პირველის“ კორესპონდენტს ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ კინოჩვენების ადგილზე შესვლის უფლება არ მისცა.
გავრცელებული ინფორმაციით, მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან სასულიერო პირები და მრევლი.
მხატვრული ფილმი „პრაიდი“ 2014 წელს არის გადაღებული. ფილმის მოქმედება ვითარდება 1984 წელს, მარგარეტ ტეტჩერის მმართველობის დროს, მეშახტეთა გაფიცვის ფონზე. ფილმში მოთხრობილია ლონდონის გეი-პარადში მონაწილე ადამიანებზე, რომლებიც გადაწყვეტენ შეაგროვონ თანხა გაფიცულ მეშახტეთა ოჯახებისთვის.

2. მზიურის ტერიტორიაზე ბომბს ეძებენ – პოლიციას ტერიტორია გადაკ…

მზიურში "პრაიდის" ჩვენება ჩაიშალა. პოლიციას ტერიტორია გადაკეტილი აქვს.

Gepostet von პია • PIA am Freitag, 19. Mai 2017

Comments
Loading...