მთვრალ მდგომარეობაში ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
“თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მთვრალ მდგომარეობაში ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია, ბრალდებული ა.თ. დამნაშავედ ცნო.