“მივმართავ ყოფილ ოფიცრებს, ხომ არ დაგავიწყდათ თქვენი ჯარისკაცები როგორ გეძებდნენ და ვერ გპოულობდნენ”

თადარიგის მაიორი ოთარ მაკარაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც mpress.ge უცვლელად გთავაზობთ:

მე თადარიგის მაიორი. ომის ვეტერანი. სამშვიდობო მისიების მონაწილე ზაურ მაკარაძე. ხმას ვაძლევ სალომე ზურაბიშვილს , ამავდროულად მოვითხოვ თავდაცვის სამინისტრომ თავიდან გამოიძიოს 2008 წლის ომის მოვლენები და ყველაფერს გაეცეს პასუხი , კერძოდ :
1)ვინ გასცა ბრძანება ქალაქ ცხინვალში ჩვენი ქვედანაყოფის შესვლის , მაშინ როდესაც თავდაცვის სამინისტროში ყველა დამუშავებულ გეგმებიდან გამომდინარე არცერთ ქვედანაყოფს არ ქონდა განსაღვრული ბრძოლის რაიონად ქ.ცხინვალი ,რადგან ტაქტიკურად არ წარმოადგენდა ბრძოლისთვის მნიშვნელოვან რაიონს , ზუსტად ცხინვალში მივიღეთ ყველაზე მეტი მსხვერპლი აქ დაიხოცნენ ჩემი ძმები და მეგობრები ,რომლებიც ჩატოვეს და სიკვდილისთვის გაწირეს.
2) ომი კი არ დაუწყია სააკაშვილს მან ავანტიურა დაიწყო,რომელიც გამიზნული იყო იმ სტრატეგიული რაიონების გადასაცემად რუსეთზე,რომელიც დავკარგეთ თავისუფლად შეიძლებოდა ყოველივე ეს პოზიციური ბრძოლებით დასრულებულიყო,როგორც ეს მოხდა 2004 და 2006 წელში. .
3) მივმართავ იმ ყოფილ ოფიცრებს ,რომლებიც ცდილობენ ქართველი ჯარისკაცები ჩააბან ბინძურ ავანტიურაში ,შეჩერდით და გონს მოდით სანამ დროა, თორემ ყოველ თქვენთაგანს აქვს პასუხი გასაცემი იმ მოვლენებზე თუ სად იყავით და რას აკეთებდით , ხომ არ დაგავიწყდათ თქვენი ჯარისკაცები როგორ გეძებდნენ და ვერ გპოულობდნენ ,ხოლო ომის დამთავრების შემდეგ ყველა დეზერტირად გამოაცხადეთ ,თქვენ კი მათი დაღვრილი სისხლით მედლები ჩამოიკიდეთ , ნუთუ არ გამძიმებთ ეს საკუთარი ჯარისკაცების სისხლით გაჟღენთილი მედლები ?!”,–წერს მაკარაძე.

 

Comments
Loading...