“ვტოვებ ეპარქიას, მივყვები ჩემს სულიერ მოძღვარს”

მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის იღუმენიამ თამარ გამყრელიძემ დღეს წინამძღვრის პოზიცია დატოვა.

„ვტოვებ ეპარქიას, მივყვები ჩემს სულიერ მოძღვარს. დღეს წმინდა ნინოს დედათა მონასტერში იყო დედათა შეკრება. მათ ერთსულოვნებით გამოარჩიეს ახალი წინამძღვარი და მე კი დავტოვე ჩემი წინამძღვრობა”,- განაცხადა თამარ გამყრელიძემ.

მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის იღუმენიად მონაზონი სოსანა ბოლქვაძე დაინიშნა.

Comments
Loading...