მილიარდ 21 მილიონ 400 ათასი ლარი – თბილისის საკრებულომ თბილისის 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

დღეს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დედაქალაქის მერმა კახა კალაძე საქმიანობის ანგარიში და 2020 წლის ბიუჯეტი წარადგინა.

კალაძემ საკრებულოს მილიარდ 21 მილიონ 400 ათას ლარიან ბიუჯეტი წარუდგინა, რომელსაც დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.

საკრებულოს ოპოზიცია ამბობს, რომ დღევანდელი ბიუჯეტის განხილვის სხდომას არ დაესწრებია.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლილე ლიპარტელიანის თქმით, “თბილისის ბიუჯეტი არ არის სოციალურ პრობლემებზე მორგებული”,  რის გამოც დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს.

Comments
Loading...