მილტონ ჰეიგი: “მატჩის შემდეგ რა სიმღერაც ჩაირთო, რუსული სიმღერა იყო.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიო თასზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. “ბორჯღალოსნები” ურუგვაის დაუპირისპირდნენ და მეტოქე 33:7 დაამარცხეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტადიონზე რუსული სიმღერები ჩაირთო. როგორც ჩანს, სტადიონის პერსონალს სურდა ქართველებისათვის გამარჯვება მიელოცა, მაგრამ მათ დიდი შეცდომა დაუშვეს. ამ საკითხთან დაკავშირებით მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გუნდის კაპიტანმა ჯაბა ბრეგვაძემ და მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ისაუბრეს.

ჯაბა ბრეგვაძე: “მინდა, ვისარგებლო მომენტით და ვთხოვო იმ ადამიანს, ვინც რუსული მუსიკა ჩართო – გთხოვთ, მომდევნო ჯერზე ასეთი შეცდომა აღარ დაუშვათ.”

მილტონ ჰეიგი: “მატჩის შემდეგ რა სიმღერაც ჩაირთო, რუსული სიმღერა იყო. მართალია, ქართველი მომღერალი იყო, მაგრამ ის რუსულად მღეროდა. მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ რუსეთი საქართველო არ არის და საქართველო არ არის რუსეთი. ჩვენ განსხვავებული ენა, კულტურა და ყველაფერი განსხვავებული გვაქვს.”

www.fanebi.com

Comments
Loading...