„მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენ ორსულად ვართ, ჩვენ გვიყვარს დიდი ოჯახი“ -რიკი მარტინის ოჯახში მატებაა

რიკი მარტინის ოჯახში მატებაა. 47 წლის ვარსკვლავმა ამის შესახებ ადამიანთა უფლებათა დაცვის საერთაშორისო დაჯილდოვების  23- ე ყოველწლიურ ცერემონიალზე განაცხადა, სადაც მან ჯილდო “ლგბტ” პირების დაცვისთვის დაიმსახურა.

„მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენ ორსულად ვართ, ჩვენ გვიყვარს დიდი ოჯახი – განაცხადა 48 წლის მარტინმა.

უამრავი ქალბატონის გულთამპყრობელი, ცნობილი ჰიტის, “Livin ‘La Vida Loca”-ს შემსრულებელი რიკი მარტინი და ჯოვან იოსეფი ერთად სამ საერთო შვილს, 11 წლის ტყუპ ბიჭებსა და პატარა გოგონას, ზრდიან. შეგახსენებთ, წყვილმა ქორწინების შესახებ გასულ წელს განაცხადა.

www.fortuna.ge

Comments
Loading...