მინისტრი წვრთნების დროს დაიღუპა

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელი ევგენი ზინიჩევი წვრთნების დროს გარდაიცვალა, – იუწყება რუსული მედია.

„ვწუხვართ იმის გამო, რომ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელი, ევგენი ზინიჩევი ტრაგიკულად დაიღუპა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისას, როდესაც ის ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას ნორილსკში, სადაც უწყებათაშორისო წვრთნებში მონაწილეობდა”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, ის  საგანგებო სიტუაციების მინისტრად 2018 წლის მაისში დაინიშნა.

Comments
Loading...