მირზაანის რწმუნებულის შვილის დაჭრაში ბრალდებულის თანასოფლელები ხელმოწერებს აგროვებენ

მოსახლეობის ინფორმაციით, 56 წლის პაატა მაჭარაშვილმა დანაშაული აფექტურ მდგომარეობაში ჩაიდინა და საზოგადოებისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს. დაკავებულს გავთავისუფლების სანავცლოდ თანასოფლელები თავდებში უდგებიან.

სავარაუდოდ, პაატა მაჭარაშვილს, რომელსაც საგამაძოიებო  უწყება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება,   ყვარლის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.

ცნობისათვის, ქვემო ბოდბეში მცხოვრებმა 56 წლის პაატა მაჭარაშვილმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანის რწმუნებულის შვილი ორი დღის წინ დაჭრა. 31 წლის კობა თარაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან დაზიანება მხარის არეში აქვს მიყენებული.

Comments
Loading...