“ მირჩევნია , დაბალ 3%-ში ჩავიკარგო , ვიდრე მივიღო ხმები სხვისი პოლიტიკური ქოლგის ქვეშ, რომელიც ჩემს ღირებულებებს და პრინციპებს ეწინააღმდეგება!”

სენაკის მერობის დამოიკიდებელი  კანდიდატი,  გიგა გარუჩავა ამომრჩეველს მადლობას უხდის.

“მოგესალმებით ,მეგობრებო!

მინდა , მადლობა გითხრათ იმ 600 მხარდამჭერს ,ვინც ხმა მომცა, ვინც არ გაიყიდა, ვინც თავისი თითო ხმით მაძლიერებს და ქმნის იმ სტატისტიკას , რასაც 2016 წლიდან ვქმნით უცვლელად!

მე არ მჩვევია პოლიტიკურ ვეშაპებთან პოლიტიკური კეკლუცი, მიუხედავად ბევრი შემოთავაზებისა, არასდროს მივატოვებ იმ გულწრფელ ადამიანებს, რომელიც უცვლელად, პატიოსნად მაძლევენ ხმას❤ მირჩევნია , დაბალ 3%-ში ჩავიკარგო , ვიდრე მივიღო ხმები სხვისი პოლიტიკური ქოლგის ქვეშ, რომელიც ჩემს ღირებულებებს და პრინციპებს ეწინააღმდეგება!

მინდა მივმართო იმ მხარდამჭერებს ვინც ემიგრაციიდან მიცხადებდა სოლიდარობას, ეს რიცხვი საკმაოდ ბევრია, თქვენი აქ ყოფნით მე გაცილებით მეტ შედეგს დავდებდი… სამწუხაროდ , თქვენ ხელისუფლებამ აქ ვერ შეგიქმნათ სათანადო პირობები…

მივმართავ იმ ადამიანებს ვინც იყო ჩემი მხარდამჭერი და დაიზარა არჩევნებზე მისვლა, მე თქვენ იქ გელოდებოდით, თქვენი იქ მისვლით ჩვენ უფრო ძლიერნი ვიქნებოდით…

ასევე,  უნდა ავღნიშნო იმედგაცრუება იმ ათასობით ადამიანების მიმართ , ვინც შემპირდა და ფსონი სხვაზე დადო, მე თქვენთვის ასე არ ვიქცევი, მე თქვენ არ გატყუებთ!

მე მაინც მზად ვარ ყველას ქრისტიანობიდან გამომდინარე, დაგიდგეთ გვერდში!
თუ რამე შემიძლია, შემაწუხეთ…
599999993

ყველას მადლობა ყველაფრისთვის, რომ ერთად ვქმნით იმ რეალობას რაშიც ვიმყოფებით, ვიწრთვებით, ვსწაბლობთ ცხოვრებისეულ ბარიერებს…

კიდევ ერთხელ მოგმართავთ ნამდვილ მეგობრებს, მადლობა თქვენ!
თქვენი თითო ხმა ჩემთვის ძალიან ბევრია, თქვენ მაძლევთ სტიმულს მომავალი ბრძოლებისთვის✊
წინ გამარჯვებისთვის✊“,-წერს გარუჩავა.

Comments
Loading...