მიხეილ სააკაშვილი: განა მარტო ჩემი ვენახი მენატრება?! მენატრება შენება, განვითარება…

უკრაინაშიც მითხრეს დაგიჭერთო და შემოვედი. დაჭერის კი არ მეშინია?!”-ამბობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “მთავარი არხის” ეთერში.

“ჩემი საბშობლო უზომოდ მენატრება. მე არაფრის  მეშინია. უკრაინაშიც მითხრეს, დაგიჭერთო და შემოვედი. დაჭერის კი არ მეშინია?! მე არ მინდოდა, ჩემს ქვეყანაში ყოფილიყო სისხლისღვრა, სამოქალაქო დაპირისპირება. მე მინდა ,შერიგება მოხდეს “-ამბობს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოს მოქმედ მთავრობას ისე უნდა დააცარიელოს ქვეყანა, როგორც შაჰ-აბასმა:

” ჩემს დროს ყველაზე მაღალი ქულები, ერთიან ეროვნულ გამოცდებში, ახალგაზრდებს ჰქონდათ თერჯოლაში. თერჯოლაში ისეთი გონებაგახსნილი ახალგაზრდობაა, დაკეტეს პარლამენტი და ივანიშვილს უნდა ჯიბეში ჩაიდოს მთავრობის შენობა. ახალგაზრდები პოლონეთშია დასაქმებული. როგორც შაჰ-აბასმა დააცარიელა საქართველო, ისე უნდათ დაააცარიელონ”-ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

” განა მარტო ჩემი ვენახი მენატრება?! შენება, განვითარება, შესაძლებლობა რომ ვიღაცას რაღაც შევუცვალო ცხოვრებაში , ხელი მოვუმართო, რაღაც ავუშენო”-ამბობს სააკაშვილი.

Comments
Loading...