მიხეილ სააკაშვილი გიგი უგულავასთან შეხვედრაზე: როდესაც ადამიანს სახლში სუფრას უშლი, ნამდვილად არ აპირებ იქ საქმის გარჩევას

“ტვ პირველის” ჟურნალისტის კითხვას, გიგი უგულავასთან შეხვედრის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა:

“გიგი იყო მარტო, ვიჯექით ერთად და ძალიან თბილად ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე. პოლიტიკას არ შევხებივართ, იმიტომ რომ იქ ბევრ რაღაცაზე შეიძლება ვერ შევთანხმებულიყავით. როდესაც ადამიანი სახლში მოგყავს და სუფრას უშლი ნამდვილად არ აპირებ იქ საქმის გარჩევას”, – განაცხადა სააკაშვილმა.

გიორგი ნიორაძე: შესაძლებელია თუ არა, რომ უგულავა და ბაქრაძე ვიხილოთ თქვენს გვერდით. ხომ არ ფიქრობთ რომ სააკაშვილის გვერდზე უფრო მარტივია პოლიტიკური წარმატების მიღწევა?

სააკაშვილი: მე მიმაჩნია რომ არჩევნებზე მათი ცუდი შედეგი განპირობებული იყო იმით რომ, მე დამესხნენ თავს, მაგრამ ამის გარჩევნის დრო ახლა აღარ არის. დღეს ვინ რომელ პარტიაში იქნება მნიშვნელობა აღარ აქვს, თუ არჩევანის უფლება არ დაიბრუნა ქართველმა ხალხმა, პარტიები მოგვრჩება უკან.

Comments
Loading...