მიხეილ სააკაშვილი: “ვაშაძეს აქვს საქართველოს გადარჩენის და მომავლის ზუსტი ხედვა”

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შემდეგი შინაარსის  პოსტს აქვეყენებს:

“გრიგოლ ვაშაძე საქართველოს შემდეგი პრეზიდენტია.ამაში დარწმუნებული ვარ,რადგან არსებული რეალობის გათვალისწინებით,არც ოპოზიციას და მით უფრო,ვითომ ხელისუფლებას არ შეუძლიათ მიახლოებითაც კი ამ კალიბრის და დამსახურებების კანდიდატის დასახელება.

ვაშაძეს აქვს საქართველოს გადარჩენის და მომავლის ზუსტი ხედვა, რასაც მე სრულად ვიზიარებ…

ახლა მთავარია ბევრი ადამიანის ჩართვა გადამწყვეტ ბრძოლაში, მიუხედავად მათი პოლიტიკური მრწამსისა და წარსულში უთანხმოებებისა.

ჩვენ ყველას გვაერთიანებს საქართველოს სიყვარული, მდაბიო ოლიგარქის მიუღებლობა და ჩვენი შვილებისთვის საუკეთესო მომავლის შექმნის სურვილი.

ჩვენ -ქართველი ხალხი,აუცილებად გავიმარჯვებთ!

იდეა დაამარცხებს ფულს,

სიმართლე ტყუილს და სიკეთე ბოროტებას…”, – წერს სააკაშვილი.

Comments
Loading...