მიხეილ სააკაშვილი – “მე ვარ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი”

 

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშილმა ტოქ-შოუ “კვირის აქცენტებში” დეპუტატ ვალერი გელაშვილი ცემის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

“მეგობრებო, იმის ლაპარკი რომ ვიღაცამ რაღაცა გამაკრიტიკა, ბინძურად თქვა და შემდეგ ამ ადამიანის ცემის ბრძანება გავეცი, ეს არის იდიოტოზმი. მაშინ ნახევარი საქართველო მყავდა საცემი.

მე წავიკითხე “ქრთული ოცნები” აქტივისტების გამონათქვამები – ალბათ საცემი იყო გელაშვილი…

მე ვარ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი და მე კატეგორიებით, საცემი იყო, დასარტყამი იყო, წასათრაქებელი იყო, საერთოდ არ ვარ ხოლმე…. როდესაც გელაშვილის ინციდენტი მოხდა, საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურა არ იყო ისეთ ფორმაში როგორ შემდგომ წლებში მოვიდა და ეს მართლა დამრჩა ხინჯად ვინც ურტამდა, ბოლომდე ვერ გაიხსნა…”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Comments
Loading...