მიხეილ სააკაშვილი: მთავრობას უხარია, რომ ხალხი გარბის ქვეყნიდან, მთავრობაც ასეთი უნდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში მიგრაციის მაღალი მაჩვენებელია.

„საქართველოდან ძალიან ბევრი ადამიანი გადის, 1000, 1500 დოლარად პოლონეთში მუშები მუშაობენ, ყველგან უხსნიან ვიზებს.

საქართველოს მთავრობა ამაყობდა, საფრანგეთშიც გაგვიხსნიან ვიზებსო, მთავრობას უხარია, რომ ხალხი გარბის ქვეყნიდან, მთავრობაც ეგეთი უნდა. ამ სიტუაციაში ჩვენ დაკვკარგავთ კიდევ მილიონ ადამიანს. საქართველოს მოსახლეობა სადღაც 2 მილიონ ნახევრამდე ჩამოვა, ამასობაში მარიხუანაც წამოეწევა, ახალგაზრდობის დიდი ნაწილი დაბოლდება. ამასობაში, ივანიშვილი ჯიბეში ჩაიდებს ყველა ბანკს. მას ეხლა მიაქვს „საქართველოს ბანკი“, „თიბისი ბანკი“, საქართველოს რკინიგზა, ელექტროსისტემა, ე.ი თითოეული თქვენგანის ჯიბეში ექნება ხელები ჩაყოფილი ბანკების, ელექტრომრიცხველის, რკინიგზის ბილეთების, ტვირთების გადაზიდვის მეშვეობით“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

Comments
Loading...