მიხეილ სააკაშვილი: “რა “ნაცები” ბრუნდებიან, პოლიტიკაში უნდა მოვიდეს ახალი ხალხი”
ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანში”, პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა.
ვთქვათ, ჩვენ რაღაცა არ ვიცით. როცა აირჩევა ვაშაძე, მე აბსოლუტურად ვიზიარებ მის პოზიციას, უნდა მოისმინოს საქართველოს პროკურატურის პოზიცია, იქნებ მართლა აღმოჩნდეს, რომ ვიღაც არის მწამებელი, ვიღაც არის ცივსისხლიანი მკვლელი, ვიღაცას აქვს რაღაც ცოდვები, რაზეც ჩვენ ინფორმირებული არ ვართ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს სამართლებრივი გადაწყვეტილება.
ჩემი მეგობრების მიმართ ჩემი რჩევა იქნებოდა, თუ და როცა ისინი გათავისუფლდებიან, რომ პაუზა აიღონ, პოლიტიკას არ გაეკარონ, მითუმეტეს რაიმე თანამდებობაზე საუბარი ზედმეტია, ჯანმრთელობა აღიდგინონ, რეაბილიტაცია გაიარონ, დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს, რომლებსაც მოწყვეტილი არიან, იმოგზაურონ, არ ვიცი… ასე ციხიდან გამოსვლის შემდეგ პირდაპირ პოლიტიკაში გადაშვება და რაიმე თანამდებობაზე დანიშვნა უნდა გამოვრიცხოთ.
პოლიტიკაში უნდა მოვიდეს ახალი ხალხი. “ნაცები” ბრუნდებიანო – რა “ნაცები” ბრუნდებიან, აქ არის ფართო გაერთიანება, 11 პოლიტიკური პარტია, აგერ “ევროპული საქართველო”, რომელთანაც დიდი კონფლიქტები გვქონდა, მთლიანად, შეთანხმებულად ვმოქმედებთ, “რესპუბლიკური პარტია” მოვიდა, ძაან საინტერესო ახალგაზრდა ლიდერები ჰყავთ, უამრავი ახალი ხალხია საქართველოში”, – აცხადებს სააკაშვილი.