მიხეილ სააკაშვილი: ” საქართველოში ჩამოსასვლელად ვემზადები, ქვეყანა უნდა გადავარჩინო”

ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშილმა, უკრაინულ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” უკვე ემზდება არჩევნების გაყალბებისთის, თუმცა ის  მათ არ მისცემს საპრეზიდენტო არჩევნების ფალსიფიცირების საშუალებას.

სააკაშვილის თქმით, ოპოზიციას ძალიან ძლიერი კანდიდატი ჰყავს, რომელიც ყველა გამოკითხვით ლიდერობს.

“გრიგოლ ვაშაძე საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრია. ამიტომ, როდესაც ისინი ( “ქართული ოცნება) წააგებს, და ისინი გააგრძელებენ წაგებას, არჩევნებს გააყალბებენ, რა თქმა უნდა ისინი ამისთის უკვე ემზადებიან.

ჩვენ არ მივცემთ ამის უფლებას, არ ვაღიარებთ ფალსიფიცირებულ არჩევნებს, ამიტომ საქართველოში ჩამოსასვლელად ვემზადები. ჩემი ქვეყანა უნდა გადავარჩინო”- ამბობს სააკაშვილი.

 

Comments
Loading...