მიხეილ სააკაშვილი: უკრაინა შეიძლება დაიშალოს და გაქრეს

დიახ, თუ რეალური ცვლილებები არ დაიწყო, ქვეყანა შეიძლება გაქრეს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტმა , უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეარხ Україна24-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის ყველა რეგიონში ცენტრიდანული განწყობები გაძლიერდა, რის გამოც ქვეყანა დაშლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, იმისათვის, რომ უკრაინა პოლიტიკური რუკიდან არ გაქრეს, აუცილებელია, ოპერატიულად რეფორმები გატარდეს.

„როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყანა შეიძლება დაიშალოს – დიახ, თუ რეალური ცვლილებები არ დაიწყო, ქვეყანა შეიძლება გაქრეს. ნუ მოვატყუებთ საკუთარ თავს – რეგიონებში, ყველა მიმართულებით ცენტრიდანული განწყობები საგრძნობლად გაძლიერდა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

Comments
Loading...