მიხეილ ცაგარელი: გახარიას კარგი პოზიციები აქვს და შეიძლება დაწინაურდეს

ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარეიშვილი აცხადებს. როგორც ის ამბობს, არ არის გამორიცხული გახარია დააწინაურონ.

“გახარიას ამ წელს აქვს უკეთესი პოზიცები და შეიძლება მისი დაწინაურება მოხდეს” – აცხადებს მიხეილ ცაგარელი და წარმატებულ წელს კიდევ ერთ, ოღონდ ყოფილ პოლიტიკოსს, ირაკლი ალასანიას უწინასწარმეტყველებს.

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილ ლიდერს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ალასანიას პოლიტიკაში დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
“აიპრესის” კითხვაზე, ალასანია მშვილდოსანია, რომელ ნიშანსაც საუკეთესო წელი აქვს, პოლიტიკაში მის გამოჩენას ხომ არ უნდა ველოდოთ? – პასუხობს:

“მე მოვუწოდე მას, როგორც კი მზე შევიდა მშვილოდოსნის ზოდიაქოში, ეს იყოს 23 ნოემბერი. მოვუწოდე, რომ გამარჯვების პლანეტა მზესთან ერთად შედის თქვენს ზოდიაქოში, მთელი წელი იქნება მის ზოდიაქოში და ამიტომ დროა დასვენების შემდგომ გამოვიდეს ავანსცენაზე”, – თქვა ჩვენთან ინტერვიუში მიხეილ ცაგარელმა.

ცაგარელმა ისიც გვითხრა, რომ მესამე ძალის გამოჩენა მოსალოდნელია და ის წინა პლანზე იქნება.

Comments
Loading...