მობილური აპლიკაცია მელანომის უფასო სკრინინგის ჩასატარებლად, „ევრომელანომის“ ფარგლებში

მთელ მსოფლიოში მაისი გამოცხადებულია მელანომის თვედ. „ევრომელანომის“ დღეები საქართველოში – ეს ყოველწლიური საინფორმაციო კამპანიაა, რომლის მიზანია კანის კიბოს ყველაზე აგრესიული ფორმის – მელანომის ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის ხელშეწყობა. ევრომელანომის სკრინინგი მოსახლეობას მოუწოდებს ყურადღება მიაქციონ თავიანთ ხალებსა და კანის სხვა წარმონაქმნებს და შეიმოწმონ ისინი. ამიტომ წელს „ევრომელანომის“ დღეების ფარგლებში მელანომის უფასო სკრინინგის ჩასატარებლად წარმოგიდგენთ მობილურ აპლიკაციას – We Care! Be Aware!“. („ჩვენ ვზრუნავთ! იყავი ფხიზლად!“)

დამუშავებული მობილური აპლიკაცია „We Care! Be Aware!“ („ჩვენ ვზრუნავთ! იყავი ფხიზლად!“) წარმოადგენს მელანომის სკრინინგტესტს, რომელიც ხელმისაწვდომია ანდროიდისა და სმარტფონის ყველა მომხმარებლისათვის. მისი საშუალებით შესაძლებელია დისტანციურად ჩაიტაროთ მელანომის უფასო სკრინინგტესტი, სწრაფად, ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას, სადაც ხელმისაწვდომია ინტერნეტი. მობილური აპლიკაცია – ეს არის ხალების დისტანციურად შემოწმების შესაძლებლობა მათთვის, ვისაც არ აქვს დრო ან შესაძლებლობა ექიმთან მისასვლელად. მობილური აპლიკაციის საშუალებით მიღებულ ხალების გამოსახულებებს აფასებს ექიმი – ონკოლოგი. სკრინინგის შედეგებს მომხმარებელი ღებულობს სკრინინგტესტის ჩატარებიდან 3 დღის განმავლობაში ელექტრონული ფოსტის მითითებულ მისამართზე.

მობილური აპლიკაციის შემქმნელები მოსახლეობას მოუწოდებენ გულისხმიერებისაკენ, რათა დაეხმარონ მობილური სკრინინტესტის ჩატარებაში ახლობლებს – ბავშვებს, მშობლებს, მეგობრებს, ბებიებსა და ბაბუებს და ა.შ., რომლებიც არ სარგებლობენ სმარტფონით ყოველდღიურად! ასევე დაინტერესებულ პირებს ურჩევენ, სთხოვონ დახმარება ახლობლებს სხეულის რთულად მისაწვდომ ადგილებში (მხრები, წელი და ა.შ.) ხალების ფოტოსურათის გადასაღებად.

მობილური აპლიკაცია ხელმისაწვდომია Apple AppStore – ში და Google Play – ში. დაწვრილებითი ინფორმაცია მობილური აპლიკაციის შესახებ ხელმისაწვდომია საიტზე www.melanoma.lv/ge „მობილური აპლიკაციის“ განყოფილებაში.

წყარო: newposts.ge

Comments
Loading...