მალაიზიაში მოზარდის გადარჩენისას 6 მაშველი დაიხრჩო
მალაიზიაში, ტბაში გაუჩინარებული თინეიჯერის ძებნისას 6 მაშველი დაიხრჩო. უბედური შემთხევა 3 ოქტომბერს მოხდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერსიით 17 წლის ბიჭი თევზაობისას დაიხრჩო. ის მის მეგობრებთან ერთად იყო.
უცნობია რა გახდა მაშველების დახრჩობის მიზეზი. ბიჭის სამძებრო სამუშაოები დღეს დილით განახლდა.
გარდაცვლილთა ოჯახებს მალაიზიის პრემიერმინისტრმა მიუსამძიმრა.
imedinews.ge