„მოკლედ, ამიერიდან მხოლოდ ნადირაძე ვიქნები, რომ ლანძღვა მხოლოდ მე შემეხოს“

ბოლო პერიოდში ნინო ნადირაძე-კუზანოვა ტელევიზიით უფრო აქტიურად გამოჩნდა, მან  ერთ-ერთი გადაცემის წამყვანის როლიც მოირგო, შესაბამისად, მისი მისამართით  გაჟღერებულმა კრიტიკამ, უარყოფითმა და დადებითმა კომენტარებმა იმატა. ამასთან დაკავშირებით ნინო  ნადირაძე-კუზანოვა „ფეისბუქში“ პოსტს აქვეყნებს.

„მოკლედ, ამიერიდან მხოლოდ ნადირაძე ვიქნები, რომ ლანძღვა მხოლოდ მე შემეხოს… ერიც დაისვენებს და გუგაც… მით უმეტეს, პასპორტში მხოლოდ ეს გვარი ფიგურირებს. თავის დროზეც, აბეზარი ფეისბუქ-მექალთანეებისათვის დავწერე მეუღლის გვარიც, როცა ყელში ამომივიდა შეკითხვა, გათხოვილი ვარ, თუ არა…“ – წერს ნინო ნადირაძე.

Comments
Loading...