მოლდოვის პრეზიდენტი: მსურს,კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა საკუთარ თავზე გამოვცადო

მოლდოვის პრეზიდენტმა-იგორ დოდონმა საკუთარ Facebook-ზე დაწერა,რომ სურს თავის ქვეყანაში იყოს ის პირველი ადამიანი,რომელიც საკუთარ თავზე გამოცდის კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის მოქმედებას.

“მე ვესაუბრე ჩემს რუს კოლეგებს იმ ვაქცინის შესახებ, რომელსაც ახლა ტესტირება უტარდება.მოლდოვაში ამის გაცხადებისას ბევრი სკეპტიკოსი გამოჩნდა,თუმცა მე მზად ვარ,მოლდოვის რესპუბლიკაში ვიყო ის პირველი ადამიანი,რომელიც გამოცდის კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინას და ამას გავაკეთებ ქვეყნის ყველა მოქალაქის გამო”, – წერს დოდონი.

Comments
Loading...