მომავალ IPhone-ებს SIM ბარათის ჩასადები აღარ ექნებათ

სულ რამდენიმე წელი გავიდა მას შემდეგ, რაც iPhone XS-ში პირველად ვიხილეთ eSIM-ის მხარდაჭერა. eSIM ელექტრონული სიმ ბარათია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გამოყენების შემთხვევაში ფიზიკური სიმბარათის გამოყენების აუცილებლობა აღარ გვექნება.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ბარათის ჩასადები სმარტფონში საკმაო ადგილს იკავებს და ამ ადგილის გამოთავისუფლების შემთხვევაში სმარტფონის ანაწყობის ფასიც დაიკლებს და ელემენტის მოცულობის გასაზრდელად სმარტფონის კორპუსში მეტი ადგილიც გამოთავისუფლდება.

ბრაზილიურ საიტზე, BlogDoiPhone-ზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ iPhone 15 იქნება პირველი სმარტფონი, რომელსაც სიმ ბარათის ჩასადები აღარ ექნება და სრულად eSIM-ზე იმუშავებს.

Apple დიდი ხანია ეძებს გზებს, რომელთა მეშვეობითაც ფიზიკური SIM ბარათის გამოყენება საჭირო აღარ იქნება.

BlogDoiPhone-ს ინფორმაციით, Apple-მა შესაძლოა პირველი უსიმბარათო აიფონი 2023 წელს წარმოგვიდგინოს. გავრცელებული ინფორმაციით 2023 წლის Pro მოდელი 2 eSIM-ის მხარდაჭერას მიიღებს.

ახალი არ არის, რომ Apple და სხვა მწარმოებლები აქტიურად ცდილობენ გამოათავისუფლონ ადგილი სმარტფონის კორპუსიდან, რათა საშუალება ჰქონდეთ გაზარდონ ელემენტის მოცულობა და ამავდროულად შეამცირონ საწარმოო ხარჯები. ამასვე ემსახურებოდა სმარტფონებიდან ყურსასმენის პორტის გაქრობაც. Apple-ს ამ მხრივ კიდევ უფრო დიდი გეგმები აქვს და სავარაუდოდ, სულ მალე, iPhone-ს არც დამტენის პორტი ექნება და სრულად MagSafe დამტენზე გადავა.

Comments
Loading...