მონაზვნების გატაცებაში ბრალდებული ეპისკოპოსი დააკავეს

ინდოეთის შტატ კერალაში ეპისკოპოსი დააკავეს. მიზეზი 2014-2016 წლებში 13 მონაზონის გატაცების ბრალდებაა. ამის შესახებ BBC წერს.

გატაცების შესახებ პოლიციაში 44 წლის ქალმა ივნისში განაცხადა და განმარტა, რომ არაერთი გასაჩივრების მიუხედავად კათოლიკურ ეკლესიას გადამჭრელი ზომები არ მიუღია.

მომხდარმა მონაზვნებში პროტესტი გამოიწვია და ინდოეთის ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული თემის ყურადღებაც მიიპყრო.

54 წლის ფრანკო მულაკალი პარასკევს, 21 სექტემბერს დააკავეს. საეკლესიო პირი პოლიციაში გამოკითხვაზე სამი დღის განმავლობაში იყო.

ეპისკოპოსი მულაკალი ბრალდებას უარყოფს. ის სასამართლოს წინაშე კვირას, 23 სექტემბერს წარსდგება.

ვატიკანში მას საეკლესიო უფლებამოსილება 20 სექტემბერს შეუჩერეს.

imedinews.ge

Comments
Loading...