ირანში მორგში გადაყვანილი ჩვილი გაცოცხლდა

ირანში ჩვილი, რომლის სიკვდილიც ექიმებმა ოფიციალურად დაადასტურეს და მორგში გადაიყვანეს, გაცოცხლდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ИРНА ავრცელებს.

ინციდენტი ირანის სამხრეთით, ქალაქ ურმიაში მოხდა. ექიმების თქმით, 6 თვის ჩვილს სიცოცხლის არანაირი ნიშანი არ აღენიშნებოდა და სხეული მორგში დასაფლავების წინა სპეციალური პროცედურების ჩასატარებლად გადაიტანეს. პროცედურის დროს კი ბავშვმა მოძრაობა დაიწყო. ქალაქის დასაფლავების ბიუროს უფროსის თქმით, მომხდარის გამო სამედიცინო პერსონალი და ოჯახის წევრებიც გაოცებულები არიან.

imedinews.ge

Comments
Loading...