მოსკოვში პრეზიდენტის ვერტმფრენი Mi-8 დაშვებისას მიწას დაეჯახა – წინასწარი მონაცემებით, არიან დაშავებულები
რუსული “ინტერფაქსი” და “ბაზა” წერენ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაქვემდებარებული Mi-8 ვერტმფრენი “მძიმედ დაეშვა” მოსკოვთან ახლოს, ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტში.
პირველადი ინფორმაციით, არიან დაშავებულები:
“ვნუკოვოზე დაშვებისას Mi-8 ვერტმფრენი პირებით მიწას დაეჯახა და დაზიანდა. წინასწარი მონაცემებით, არიან დაშავებულები”, – აცხადებენ სასწრაფო დახმარების სამსახურში.