მოსწავლეების მკვლელობის ყველა მონაწილე უმკაცრესად დაისჯება

დღეს, დღის ბოლოს შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ განმარტება გააკეთა არასრულწლოვნების მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დაკითხული 150 პირიდან გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი ძალიან ცოტამ გამოთქვა, ამ დანაშაულში მონაწილე ყველა პირი გამოვლინდება და უმკაცრესად დაისჯება.

“მინდა გამოვეხმაურო იმ აზრთა სხვადასხვაობას და ერთმნიშვნელოვნად ლოგიკურად დასმულ შეკითხვებს, რომლებიც გამოიწვია ერთ-ერთი მოწმის მამის გენერალურ პროკურატურაში მუშაობის სკითხმა.

მინდა აღვნიშნო, რომ ამ ლეგიტიმურ შეკითხვებს პასუხი, რა თქმა უნდა, გენერალურმა პროკურატურამ უკვე გასცა და ასევე ჩვენი ინფორმაციით, ამ ადამიანმა, მისივე სურვილით დატოვა მის მიერ დაკავებული თანამდებობა, რამეთუ არ მოხდეს სხვადასხვა სახის ინტერპრეტაცები ისეთ მძაფრ და სენსიტიურ თემაში, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ყველას კარგად გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია ობექტურობის და სამართლიანობის ხარისხი მსგავს თემებში. შსს-ს სახელით მინდა დავარწმუნო საზოგადოება, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით დეტალები იქნება უმოკლეს ვადაში გამოძიებული, გამოძიების პროცესი დასრულდება და ყველა ადამიანი, ვინც პირადად მონაწილეობდა ამ დანაშაულში ან რაიმე სახის შემხებლობა ჰქონდა ამ დანაშაულთან, უმკაცრესად, ობიექტურად და რაც მთავარის, სამართლიანად დაისჯება.” – განაცხადა შს მინისტრმა.

Comments
Loading...