მოსწავლემ სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 4 ადამიანი დაჭრა

ტეხასის შტატის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა. ინფორმაციას “ენბისი” ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, ცეცხლი მოსწავლემ გახსნა, რომელსაც იმავე სკოლის სხვა კლასის მოსწავლესთან შელაპარაკება მოუვიდა.

მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი 18 წლის ტიმოთი ჯორჯ სიმფკინსია, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.

 

Comments
Loading...