“მოქალაქეებმა მონაწილეობის მიღებაზე ნებაყოფლობით გამოთქვეს სურვილი” – “ქართული ოცნება“ 14 დეკემბრის აქციაზე საჯარო მოხელეების ძალდატანებით წაყვანის ფაქტს უარყოფს

„პირველ რიგში, მინდა განვმარტო , რომ ეს არ არის აქცია, არც კონტრაქცია და არც დემონსსტრაია. ეს არის საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებული ღონისძიება, რომელსაც აორგანიზებს „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაცია და ის მოიცავს მრავალფეროვან ღონისძიებებს, რომელიც დაიწყო 2 დეკემბერს და სრულდება 14 დეკემბერს გრანდიოზული კონცერტით. როგორც მოგეხსენებათ, საქართველო გახდა ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 6 თვის ვადით. ჩვენ ეს პრეროგატივა გვერგო ანბანური თანმიმდვრობის წესით საფრანგეთის შემდეგ. აღნიშნულ ღონისძიებაზე დასწრება და მონაწილეობის მიღება არის სრულიად ნებაყოფლობითი.მასში ჩაერთვებიან, ახალგაზრდები, პედაგოგები, საჯარო მოხელეები და საზოგადოებისხვა სხვა დაინტერესებული სეგმენტი. მითიუმეტეს შაბათ დღეს ტარდება, როდესაც ალბათ შეიძლება პედაგოგებსაც ჰქონდეთ თავისუფალი დრო და ასევე საჯარო მოხელეებსაც, ვინაიდან სამუშაო დღე ეს არ არის როგორც მოგეხსენებათ. ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. ტექნიკური მხარეების უზრუნველყოფა ჩვენი მხრიდან მოხდება, ხოლო დანაჩენ ხარჯებს დაინტერესებული მოქალაქეები გაიღებენ“_ განაცხადა „ქართული ოცნების“ ფოთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ზაალ კვინჩიამ.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დარეჯან ცხვიტარიამ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დირექტივით, საჯარო მოხელეები და სკოლების პედაგოგები,14 დეკემბერს, თბილისში დაანონსებულ აქციაზე ძალდატანებით მიჰყავთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ  სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან.

Comments
Loading...