მოღალატე კატამ ორი ქალი სასამართლომდე მიიყვანა

სახლის კატა, ორი იტალიელი ქალის სასამართლო დავის საგანი გახდა. ლიგურიის რეგიონის ადგილობრივ გაზეთზე დაყრდნობით ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ოთხი წლის კატა ერთ პატრონთან ცხოვრობდა, თუმცა ორი წლის მანძილზე დასაძინებლად მის მეზობელთან გადადიოდა. გარდა ამისა, ქალები კატას სხვადასხვა სახელს ეძახდნენ: ერთი „ბაფთას“, მეორე კი „ტეკილას“.

მეპატრონემ ქურდობის ბრალდებით პოლიციას მიმართა, როდესაც მეზობელი საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა და კატაც თან გაიყოლა. მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა კატა ახალ მეპატრონეს წაართვეს და ძველს დაუბრუნეს, თუმცა ის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ქალები ვერაფერზე შეთანხმდნენ და კატის საკითხი მალე შესაძლოა სამოქალაქო სასამართლოს გადაეცეს.

წყარო: http://imedinews.ge

Comments
Loading...