ნიუ-იორკში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ძლიერ ხანძარს 19 ადამიანი ემსხვერპლა,მათგან 9 ბავშვია

ნიუ-იორკში, ბრონქსის რაიონში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა.
ქალაქის ხელმძღვანელთა თქმით, ბრონქსის რაიონის მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში უკანასკნელი 30 წლის მანძილზე მომხდარ ყველაზე საშინელ ხანძარს არანაკლებ 19 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის 9 ბავშვია.

სახანძრო დაცვის სამსახურის კომისარი აცხადებს, რომ ქალაქის საავადმყოფოებში არანაკლებ 63 კაცია გადაყვანილი კვამლისგან მოწამვლით და სხვადასხვა სახის დაზიანებით. მათგან 32-ს სიცოცხლისთვის საშიში ტრავმები აღენიშნება, სხვა 9-ს კი – ძალიან საშიში.

Comments
Loading...