მრავალშვილიან ოჯახში 9 წლის გოგონა უკვე სტუდენტია, 7 წლის ვაჟს ატესტატი აქვს, უმცროსი კი ქვეყნის ყველაზე მცირეწლოვანი მოსწავლეა – სახლში მიღებული განათლების შედეგები

9 წლის ალისა ტეპლიაკოვა უკვე სტუდენტია. მოსკოველი გოგონა ყველაზე პატარა აბიტურიენტი იყო. მან 8 წლისამ დაამთავრა სკოლა და დღეს, 9 წლის ასაკში უკვვე მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტია.
ალისას 6 და-ძმა ჰყავს. მშობლებმა გადაწყვიტეს, ყველა მათგანს სახლში მისცენ განათლება. მშობლები თავად ასწავლიან მათ სასკოლო დისციპლინებს. შედეგად, ალისამ 3,5 წელიწადში გაიარა 11 კლასის პროგრამა და შესაბამისი გამოცდების ჩაბარების შემდეგ ატესტატიც აიღო. პატარა აბოტურიენტმა რუსულში, მათემატიკაში, ბიოლოგიასა და ინფორმატიკაში ჩაბარებული გამოცდების შედეგებით რუსეთის უდიდესი უნივეტრსიტეტის სტუდენტის სტატუსიც მიიღო, თუმცა უფასო განყოფილებაზე ვერ მოხვდა და სწავლას ფასიან სექტორზე განაგრძობს.

mshoblebi
ალისა

ალისას დედა მატემატიკოსია, მაგისტრის ხარისხი კი ფინანსებში მიიღო, მამას კი დიპლომები აქვს ფსიქოლოგიაში, გამოთვლით მათემატიკასა და კიბერნეტიკაში, სამეცნიერო ხარისხი კი მოლოეკულურ ბიოლოგიაში.
ალისას არც და-ძმა ჩამოუვარდება. მისი და, ლეა ყველაზე მცირეწლოვანი მოსწავლეა რუსეთში, მისმა 7 წლის ძმამ კი უკვე აიღო 9 კლასის დამამთავრებელი ატესტატი.
რაც ყველაზე უცნაურია, მშობლების არ მიაჩნიათ, რომ ბავშვები ვუნდერკინდები არიან და განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვთ.
„ჩვენი შვილები გენიოსები ნამდვილად არ არიან, ეს შედეგები სრულიად ნორმალურია, თუ ბავშვს სწორად განავითარებთ და ბავშვობას არ წაართმევთ. დღეში დაახლოებით, 5 საათს ვმეცადინეობთ. ეს სკოლაზე ნაკლებ დროს მოითხოვს, გზაში დრო არ ეკარგებათ, პროცესი არ არის „ზარზე“ დამოკიდებული და გინდა

ადრე შეწყვეტ, გინდა – გააგრძელებ, დაცულები არიან სასკოლო ბულინგისგან“ – ამბობს ბავშვების მამა, რომელსაც მიაჩნია, რომ მთავარი ცოდნის მიღებაა და „სოციალიზაციას ბავშვი ყოველთვის მოასწრებს“.
ეტყობა ასეთმა მიდგომამაც განაპირობა, რომ ალისას სოციალიზაცია ძალიან უჭირს და სწავლის დაწყებიდან ერთ კვირაში მისმა ჯგუფელებმა მოითხოვეს, ტეპლიაკოვა სხვა ჯგუფში გადაიყვანეთო.
„დისტანციური ლექციის დროს, როცა ლექტორი გვთხოვს, რომ მიკროფონები გამოვრთოთ, მას ჩართული აქვს, კითხვებს სვამს სრულიად სხვა თემაზე, გამუდმებით აწყვეტინებს ლექტორს და სწავლაში აშკარად სუსტია. განსაკუთრებით უმაღლეს მათემატიკაში. ლექციის დროს მათი სახლიდან სულ ბავშვების წიოკი ისმის“ – ამბობს მისი ერთ-ერთი კურსელი.

„200 კაციან ლექციაზე რთავს მიკროფონს, ამ დროს ცხოვრობს ერთოთახიან ბინაში, არ აქვს საშუალება, და-ძმისგან განცალკევდეს და ამიტომ გამუდმებული ხმაურია“ – ამბობს კიდევ ერთი თანაკურსელი.
ალისას გამუდმებით აქვს კონფლიქტები თანაკურსელებთან, რაშიც მამამისი საკმაოდ უხეშად ერევა და ასე ამშვიდებს მათ: „დიდი ხნით გაძლება არ მოგიწევთ, რადგან ალისა უნივერსიტეტს მაქსიმუმ, ორ წელიწადში დაამთავრებსო“.

წყარო: mshoblebi.ge

Comments
Loading...