მსახიობი ბარბარა ჰარისი გარდაიცვალა

მას ბოლო წლებში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, კერძოდ, ონკოლოგიური დაავადება. მსახიობი არიზონის შტატში გარდაიცვალა.

მას საკმაოდ წარმატებული კარიერა ჰქონდა და ისეთ რეჟისორებთან მუშაობდა როგორებიც არიან: ჰიჩკოკი, ფრენსის ფორდ კოპოლა და რობერტ ოლტმენი.

ბარბარა ჰარისმა მაყურებელს თავი განსაკუთრებულად რამდენიმე როლით დაამახსოვრა. ეს ფილმებია:”ნეშვილი” (1975), “საოჯახო შეთქმულება” (1976) და “პარასკევი” (1976). 1971 წელს მან დასტინ ჰოფმანთან ერთად ითამაშა ფილმში “ვინ არის ჰარი კელერმანი და რატომ ამბობს ის საშინელ რამეს ჩემ შესახებ?”.

სწორედ ამ ფილმისთვის ის ოსკარზე იყო ნომინირებული.

imedinews.ge

Comments
Loading...