მსოფლიოს ყველაზე არასტუმართმოყვარე ადგილები დასახელდა

8 ყველაზე არასტუმართმოყვარე ადგილი დაასახელა ბრიტანულმა The Independent-მა. თუმცა გამოცემა არ ასახელებს რეიტინგი კონკრეტულად რა კრიტერიუმებით შეადგინა.

გამოცემის ცნობით ყველაზე მეტად ტურისტები ტეხასის შტატში, ქალაქ არლინგტონში არ უყვართ. გამოცემა ადგილობრივი გადამზიდი კომპანიის მონათხრობს აქვეყნებს, რომელმაც 37 000 ტურისტის ისტორია გაანალიზა და დაასკვნა, რომ ამერიკის ქალაქებიდან არლინგტონი ყველაზე არასტუმართმოყვარე ქალაქია.

მეორე ადგილზეა იტალიის ნაციონალური პარკი ჩინკვე-ტერე. ეს პარკი იუნესკოს მსოფლიო საგანძურშია შეტანილი. 2016 წელს ადგილობრივმა ხელისუფლებამ პარკში შესვლა ფასიანი გახადა, ხოლო როცა ტურისტების რაოდენობამ მილიონ ნახევარს გადააჭარბა, პარკში შესვლა საერთოდ აკრძალა.

მესამე ადგილზეა საბერძნეთის კუნძული სანტორინი. ყოველდღიურად ამ კუნძულს მხოლოდ ზღვის ტრანსპორტის გამოყენებით, 10 000 ტურისტი სტუმრობდა. წელს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტურისტების რიცხვი ყოვედღიურად 8 000-მდე შეზღუდა.

არასტუმართმოყვარე ქალაქების სიაში მოხვდნენ: ონსენის ცხელი წყაროები იაპონიაში, ამსტერდამი, ბარსელონა, ბუტანი და ტაილანდის კუნძული კო-კაი ტაილანდზე,

შარშან, ესპანეთის კურორტ პალმა დე მალიორკას მცხოვრებლები, დამსვენებლების მოზღვავებამ იმდენად გააღიზიანა, რომ ტურისტებს შეუთვალეს, თავი შორს დაეჭირათ მათი ქალაქისგან.

წყარო: http://imedinews.ge

Comments
Loading...