მსოფლიოში ყველაზე საშიში გზა ციმბირშია

გამოცემა La Strada-მ მსოფლიოში ყველაზე საშიში საავტომობილო გზა დაასახელა. ეს გზა ციმბირში მდებარეობს და პევეკის პორტს კუნძულ აიონთან აკავშირებს.

ეს გზა საშიში იმით არის, რომ მასზე მიმავალს უჭირს გაიგოს სად მთავრდება მიწა და სად იწყება ყინული, გზის ძირითადი ნაწილი კი სწორედ რომ ყინულისგან შედგება.

გამოცემის ცნობით, მაისში ყინული ლღვება და კუნძულ აიონამდე მისვლა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი. ზამთარში კი ტეპმერატურა -15 გრადუსიდან მინუს 30 გრადუსამდეც კი ეცემა, რაც ხელს უწყობს წყლის გაყინვას. ამ დროს ყინულზე მძიმე სატვირთო ავტომობილებსაც კი შეუძლიათ გადაადგილება.

კუნძულ აიონზე 400-მდე ადამიანი ცხოვრობს, რომელთა დიდი ნაწილს კონტინენტზე ფეხი არასდროს დაუდგამს.

Comments
Loading...