“მუცელი სადაა?” – ანუკი არეშიძის ახალმა ფოტომ გაუგებრობა გამოიწვია
თბილისის მერი კახი კალაძე და მისი მეუღლე, დიზინერი ანუკი არეშიძე მეოთხე შვილის მოლოდინში არიან. გავრცელებული ინფორმაციით, წყვილს გოგონა შეეძინება, თუმცა, თავად პატარას სქესს საიდუმლოდ ტოვებენ. 7 თვის ორსული ანუკი არეშიძე ზაფხულის ცხელ დღეებს თბილისში ატარებს.
დედაქალაქის მერის მეუღლე ძალიან აქტიურია “ინსტაგრამზე”, სადაც ხშირად პირად, ასევე ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებს. ამჯერად მისმა ერთ-ერთმა ფოტომ ინტერნეტმომხმარებლები დააბნია. 7 თვის ორსულ ანუკის ახალ ფოტოზე მუცელი თითქმის არ ეტყობა.
“მუცელი სადაა? შეისუნთქე? ფოკუზნიკი ხარ ჩემს თვალში! შესუნთქული დადის” – წერენ ანუკის ფოტოს კომენტირებისას მისი მეგობრები. “რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩაცმის სტილს” – დაწერა ანუკიმ მეგობრების კომენტარების საპასუხოდ.