მყინვარწვერზე რუსეთის მოქალაქეს მეხი დაეცა
ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მყინვარწვერიდან, რუსეთის ფედერაციის დაშავებული მოქალაქე ჩამოიყვანეს. 1969 წელს დაბადებულ მამაკაცს მყინვარწვერზე (ზღვის დონიდან 4300 მეტრი) ლაშქრობისას მეხი დაეცა.
დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.