“მძიმე წუთები უდგას საქართველოს” -კახა კალაძე ბათუმში მომხდარ ფაქტს ეხმაურება

თბილისის მოქმედი  მერი ბათუმში, კორსპუსის ჩამონგრევის   ფაქტს სოციალურ ქსელში განცხადებით ეხმაურება.  როგორც კახა კალაძე წერს, “მომხდარმა მთელი საქართველო შეძრა “.

“მძიმე წუთები უდგას საქართველოს. ყველა შეგვძრა ბათუმში მომხდარმა საზარელმა შემთხვევამ. ჩვენმა გმირმა მაშველებმა უკვე შეძლეს რამდენიმე ადამიანის გადარჩენა და სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

ვლოცულობთ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადასარჩენად, რომელთა შორის ბავშვებიც არიან.

ღმერთმა მშვიდობა მისცეს ჩვენს ქვეყანას!” – წერს  კალაძე.

Comments
Loading...