მხატვარი ბენქსი მადლიერებას, კორონავირუსთან მებრძოლი გმირებისადმი, ახალი ნახატით გამოხატავს

ცნობილი ინგლისელი გრაფიტის მხატვარი ბენქსი თავის პერსონალურ მადლობას ,კორონავირუსთან მებრძოლი გმირებისადმი,ბრიტანეთის საავადმყოფოსთვის მიძღვნილი ახალი ნახატით გამოხატავს.ინფორმაციას ავრცელებს DW.

ცნობილი ბრიტანელი,ფსევდო-ანონიმური გრაფიტის მხატვარი ბენქსი ამ ნახატით უძღვნის მადლობას იმ ექიმებს,ექთნებსა და ჯანდაცვის მუშაკებს,რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლის წინახაზზე იმყოფებიან და არიან გმირები.

სურათზე გამოსახულია მუხლებზე დაჩოქილი ბიჭი,რომელიც თამაშობს მედდა-თოჯინით. ამ თოჯინას კომიქსების გმირი “სუპერმენივით” აქვს ერთი ხელი წინ გაწეული, აცვია წითელი ჯვრის კლასიკური წინსაფარი და სახეზე დამცავი ნიღაბი უკეთია. ამ ნახატზე სწორედ რომ ჯვარია ერთდაერთი ფერადი ელემენტი.იქვე, ნაგვის ურნაში კი ორი სუპერგმირია,”ბეტმენი” და “სპაიდერმენი”.

ბენქსიმ ნახატთან ჩანაწერიც დატოვა,რომელშიც წერს :”მადლობა ყველაფრისათვის,რასაც აკეთებთ.იმედი მაქვს,ეს ნახატი ანათებს ამ ადგილს,მიუხედავად იმისა,რომ იგი შავთეთრია”.

ნახატი შემოდგომამდე დარჩება საავადმყოფოში,ხოლო შემდგომ აუქციონზე გაიყიდება და შემოსული თანხა მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება.

Comments
Loading...