“მხოლოდ ტელეკომპანია “იმედი” დაგრჩებათ, სადაც მხოლოდ თურქულ სერიალებს გაჩვენებენ მაშინ, როცა ხალხს ცემით კლავენ ქუჩაში!”

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

“ყოველთვის, როცა ვბრაზდებოდით, აქ ვუშვებდით ორთქლს და სულ რამდენიმე დღეში, ისე ვაგრძელებდით ცხოვრებას, თითქოს არავინ მოუკლავთ, არავინ დაკარგულა, არაფერი მომხდარა.

ამჯერად ასე არ იქნება!

53 ჟურნალისტი ცემეს და ამის მიზეზი ირაკლი ღარიბაშვილის მოწოდება იყო. ამას არ გავატარებთ და ვინც გაატარებს იცხოვრებს ისეთ საქართველოში როგორშიც ცხოვრობთ დღეს! ჩაბნელებულ ტელე ეთერებს ვგულისხმობ. მხოლოდ ტელეკომპანია იმედი დაგრჩებათ სადაც მხოლოდ თურქულ სერიალებს გაჩვენებენ მაშინ, როცა ხალხს ცემით კლავენ ქუჩაში!

ან, ღარიბაშვილი საქართველოს ჩააბნელებს ისე, როგორც დღეს ჩაბნელდა ყველა ოპოზიციური არხი ან, ჩვენ, ჟურნალისტები გავიმარჯვებთ,-წერს ჟორჟოლიანი.

ცნობისთვის, დღეს ოთხმა ტელევიზიამ: “მთავარმა არხმა”, „ტვ პირველმა” „ფორმულამ“ და „კავკასიამ“ 24 საათით, მაუწყებლობა შეწყვიტა.
მათი მთავარი მოთხოვნებია, გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი .

ამასთან, დაისაჯოს ყველა, ვინც 5 ივლისს ჟურნალისტების წინააღმდეგ იძალადა.

Comments
Loading...