“მჯერა, მათი სახით ფოთს, ხობსა და სენაკს ღირსეული და საქმეზე ორიენტირებული მერები ეყოლებათ”

დღეს ფოთში,ხობსა და სენაკში “ქართულმა ოცნებამ” მერობის კანდიდატები წარადგინა.
მმართველი პარტიიდან მერობის თვის იბრძოლებენ: ფოთში – ბექა ვაჭარაძე, ხობში -დავით ბუკია,ხოლო სენაკში – ვახტანგ გადელია.

“დღეს, ფოთში, ხობსა და სენაკში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი გუგუჩიასთან, მოადგილე ნინო ვიბლიანთან და პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” რეგიონალურ კოორდინატორთან, დავით გვიშიანთან ერთად, მერობის კანდიდატები წარვადგინეთ. ფოთში – ბექა ვაჭარაძე, ხობში-დავით ბუკია, სენაკში-ვახტანგ გადელია. წარმატებებს და გამარჯვებას ვუსურვებ სამივე მათგანს. მჯერა, მათი სახით ფოთს, ხობსა და სენაკს ღირსეული და საქმეზე ორიენტირებული მერები ეყოლებათ. ჩვენ ერთად, კოორდინირებული მუშაობით, გავაგრძელებთ ჩვენი ქალაქების და სოფლების განვითარებას!”,-განაცხადა ფოთის ხობისა და სენაკის მაჟორიტარმა  დეპუტატმა,ირაკლი ხახუბიამ.

Comments
Loading...