ნაგოიას მერმა “ბორჯღალოსნებს” ელვის პრესლის სიმღერა მიუძღვნა

18 სექტემბერს ქალაქ ნაგოიაში „ბორჯღალოსნებს“ ქალაქის მერმა უმასპინძლა. შედგა დახვედრის ოფიციალური ცერემონია.

ნაგოიას მერმა ტაკაში კავამურამ საქართველოს ნაკრების მიმართ სიყვარული ორიგინალურად გამოხატა და ელვის პრესლის ლეგენდარული სიმღერა Can’t Help Falling In Love შეასრულა.

"I can't help falling in love…with the team of Georgia!". The Mayor of Nagoya with one of the great welcome speeches ever 🤣🤣🤣 #RWC2019

Gepostet von Rugby World Cup am Donnerstag, 19. September 2019

„ვერ ვიკავებ თავს საქართველოს ნაკრების შეყვარებისგან“ – ასე დაასრულა სიმღერა ტაკაში კამურამ, რომელიც ინტერნეტსივრცეს უმალვე მოედო და უამრავი ნახვა მოაგროვა.

Comments
Loading...