ნადირ სალიფოვი (ლოტუ გული) “ბადრი კუტაისკისთან” ბრძოლის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა (primecrime)

ზახარი კალაშოვის (“შაქრო მალადოი”) ინციდენტმა “კვეჟოვიჩთან” (გურამ ჩიხლაძე), რომლითაც სურდა ნადირ სალიფოვის (“ლოტუ გული”) წინაღმდეგ ქურდული სამყაროს ამხედრება, როგორც ჩანს, უკუშედეგი გამოიღო და ნადირ სალიფოვი კიდევ უფრო მეტად გააძლიერა. – წერს პორტალი primecrime, რომელიც ქართველი წარმომავლობის მქონე ე. წ კანონიერ ქურდებს უკვე ამ კვირაში მეორე სტატიას უძღვნის.

რამდენიმე დღის წინ “აიპრესი” პორტალ primecrime-ზე დაყრდნობით წერდა, რომ კანონიერმა ქურდმა, კრიმინალურ წრეებში “ბადრი კუტაისკის” სახელით ცნობილმა ბადრი კოღუაშვილმა აზერბაიჯანის მთავარი ავტორიტეტისთვის, ნადირ სალიფოვისთვის(“ლოტუ გული”) ტიტულის ჩამორთმევის მიზნით შეკრების ორგანიზება გადაწყვიტა. რუსეთის დამნაშავეთა სამყაროს ლიდერის “შაქრო მალადოის” მოსკოველ მემკვიდრედ მიჩნეული კოღუაშვილის აღშფოთება თურქეთში 26 აგვისტოს მომხდარი ინციდენტი გახდა. 35 წლის “შთამომავლობით” ე. წ კანონიერ ქურდ გურამ ჩიხლაძეს, კრიმინალურ წრეებში “კვეჟოვიჩად” ცნობილს, ნადირ სალიფოვთან შეხვედრის დროს ხელით შეეხო სალიფოვის ხელქვეითი და კანონიერი ქურდობის კანდიდატი, ეროვნებით ყაზახი “არმან დიკი” (ზოგიერთი წყაროს ცნობით “არმან დიკი” ანუ არმან ჯუმაგელდიევი აზერბაიჯანელია – “აიპრესი”). არმანმა ჩათვალა, რომ ჩიხლაძე მისი ბოსის წინაშე ზედმეტად კადნიერად იქცეოდა და მას ხელით შეეხო. თავის მხრივ, ბადრი კოღუაშვილმა ჩათვალა, რომ სალიფოვი, რომელმაც დაუშვა ამგვარი რამ, არ არის ქურდი და უნდა ჩამოერთვას ტიტული. “იმისთვის არ გამომივლია კრასნოიარსკი (მოიხადა სასჯელი გამოსასწორებელ კოლონიაში N31), რომ ფრაერები დაუსჯელად ურტყამდნენ ქურდებს”, – ამბობს კოღუაშვილი.

მას მხარი დაუჭირა ზახარი კალაშოვმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ თურქეთში მოხდარი – მისთვის სილის გარტყმაა. ქურდების ნაწილმა იმთავითვე არ დაუჭირა მხარი სალიფოვისთვის ქურდის ტიტულის ჩამორთმევისკენ კოღუაშვილის მისწრაფებას და ღიად განაცხადა, რომ ამ დაპირისპირებაში კოღუაშვილი აშკარად სავალალო და სამარცხვინო ფინალისთვის წირავდა თავს. მათი აზრით, ის, რაც გააკეთა არმან დიკიმ, აშკარად არაა საკმარისი აზერბაიჯანის მთავარი ქურდისთვის ტიტულის ჩამოსართმევად. თავად სალიფოვი ამბობდა, რომ ის თავის კაცს არავის დააჩაგვრინებდა და საჭიროების შემთხვევაში თავად დასჯიდა მას. ამ დროისთვის არსებული მდგომარეობით, ნადირ სალიფოვმა მის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიით არათუ რამე დაკარგა, არამედ, პირიქით, ქულები ჩაიწერა. ბადრი კოღუაშვილმა ქურდები ნადირ სალიფოვს ვერ დაუპირისპირა. შეკრება იმ მიზნით, რომ რაიმე გადაწყვეტილება გამოეტანათ, ვერ მოხერხდა და ბოლოს ისე მოხდა, რომ მან ისრაელში შესვლაც ვერ შეძლო და რეპორტი გაუკეთეს. ერთადერთი, ვინც ღიად დადგა ბადრი კოღუაშვილის მხარეს, ეს არის “კვატია” – ემზარ ჯაფარიძე.

ამასთან, როგორც პორტალი წერს, “ბერძნები” (იგულისხმება საბერძნეთში თავშეფარებული კანონიერი ქურდები – :აიპრესი”) ნადირ სალიფოვის ასე ხელაღებით დადანაშაულებას არ უჭერენ მხარს და ამბობენ, რომ კვატიამ “ჭუჭყი შეიტანა მათ სახლში”. “მოსკოველებიდან” ბადრისადმი კეთილგანწყობილები არიან “გუჯა კუტაისკი” (ელგუჯა თურქაძე) და ასატრიანი-უფროსი (ედუარდ ასატრიანი, იგივე “ედიკ ტბილისკი”, იგივე “ასეტრინა” – “აიპრესი”), თუმცა ეს უკანასკნელი ამას არ აფიშირებს. ვაგიფს (ვაგიფ სულეიმანოვი, იგივე “ვაგიფ ტბილისკი”, “ვაგიფ მარნეულსკი”, “ვაგიფ ბაკინსკი”, “ვაგიფ ლენკორანსკი”, “ვაგიფ დიპლომატი”) და მირონს (მირონ კოჩოიანი, იგივე “მირონი”) ბადრისადმი მხარდაჭერა არ გამოუხატავთ. პირველს არ სურს “ლოტუ გულისთან” ურთიერთობის გაფუჭება, ხოლო მეორე ვერ პატიობს “შაქრო მალადოის” იმას, რომ მან ის საახლობლო წრეს ჩამოაშორა. სანამ მოწინააღმდეგე მხარე მომხრეების ძიებით იყო დაკავებული, ნადირ სალიფოვმა 20 ავტორიტეტის ერთად შეკრება მოახერხა. ნადირ სალიფოვთან ერთად შეკრებაზე იყვნენ ტოტოჩია (ოთარ ტოტოჩია, იგივე “ბატია”), გოჩა (გოჩა კევლიშვილი, იგივე “გოჩა რუსტავსკი”), არმანი (არმან ჯანიანი, იგივე “არმან კალუჟსკი”), “კიტაეცი” (სერგეი ჩებანი, იგივე “კიტაეც”), “ვოვა პუხლი” (ვლადიმირ ჟურაკოვსკი, იგივე “ვოვა პუხლი”), “მაიმიში” (აიტკალი მუკაშევიჩი, იგივე “ლიოხა სემოპალატინსკი”, იგივე “ლიოხა მაიმიშ”, იგივე “ტიტანიკ”), მზარელუა (მერაბ მზარელუა, იგივე “დუ იაქე”), როლანდი (როლანდ გეგეჭკორი, იგივე “როლანდ შლიაპა”), ფიფია (მერაბ ფიფია, იგივე “მერაბ სოხუმსკი”), “მაცი” (მახარე გვარამია, იგივე “მაცი”), “შლიაპოვიჩი” (რუსლან გეგეჭკორი, იგივე “შლიაპოვიჩი”), რაფეტი(რაფეტ ამიროვი, იგივე “რაფეტ ალიბაირამლინსკი”) და სხვები. ქურდული შეკრების მონაწილეებმა თავდაპირველად “არმან დიკის” მოუსმინეს.

პორტალის თქმით, მათ არ შექმნიათ შთაბჭდილება, რომ არმანის საქციელი “ბო*ური” იყო, როგორც ამას ხელაღებით ამტკიცებს ბადრი კოღუაშვილი. ამის შემდეგ მათ დააფიქსირეს, რომ ნადირ სალიფოვზე “შესეულებს” – ბადრის, გურამს (გურამ ჩიხლაძე, იგივე “კვეჟოვიჩი”) და “კვატიას” თავად აქვთ სიტუაციები გასარკვევი ქურდებთან, კერძოდ: ბადრის როლანდთან და მზარელუასთან, გურამს – გოგიტასთან, კვატიას – “ტაროსთან” (ტარიელ ონიანთან) და მერაბთან და არ აქვთ უფლება ქურდებად იწოდებოდნენ მანამ, სანამ პრეტენზიების წამყენებლებთან საქმე არ გაირჩევა ან სანამ მათთან არ შერიგდებიანю “ლუტუ გული” ამბობს, რომ ამიერიდან ყველას, ვინც მათ აზრს არ გაითვალისწინებს, “ყელს გამოჭრის”. აღსანიშნავია, რომ “კვეჟოვიჩს” და “არმან დიკის” შორის მომხდარი ინციდენტის შესახებ უშუალო მოწმეებისგან იცის ყველაფერი ზედმიწევნით “შაქრო მალადოიმ”. “ლუტუ გულის” და “კვეჟოვიჩის” შეხვედრის მომზადების შუამავლები იყვნენ და შეხვედრას ესწრებოდნენ “შაქრო მალადოის” ძველი კადრები:მარტინ ბაბაკეხიანი და ალექსანდრ ზახაროვი, რომელთა შესახებაც კალაშოვი ამბობს, რომ მათ მეტი აქვთ გაკეთებული ქურდულისთვის, ვიდრე ზოგიერთ ქურდს. ცნობისთვის, ბაბაკეხიანი და ზახაროვი 2011 წელს მაგადანის ოლქის გუბერნატორის მკვლელობისთვის გაასამართლეს და მათ 19 და 17 წელი ციხე შეუფარდეს. რამდენიმე თვის წინ, სასჯელის მოხდის ვადის გასვლამდე ადრე, ორივე მათგანი გაანთავისუფლეს პირობით და ამაში, როგორც ამბობენ, კალაშოვს მიუძღვის წვლილი. იგივე სქემით გეგმავს ციხიდან თავის დაღწევას თავად კალაშოვიც. პორტალიც ცნობით, კალაშოვის წინააღმდეგ მერაბს კიდევ უფრო ძნელად გასაჭრელი კოზირი აქვს. “ცირკაჩთან” (ოლეგ პიროგოვი, იგივე “ცირკაჩი”) შეხვედრისას მერაბმა ჰკითხა მას ვადიკის (ვადიმ ივანენკო, იგივე “ვადიკ კრასნოდარსკი”) შესახებ და “ცირკაჩმა” უპასუხა, რომ ეს კალაშოვის გადაწყვეტილება იყო.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

Comments
Loading...